საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირამ გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. მისი თქმით, ჩამოსვლის დღეს ამ ადამიანს სიმპტომები არ ჰქონია. მეორე დღეს კი, როდესაც სიმპტომები გამოუვლინდა, თავად მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.
წყარო: publika.ge