“საქართველო დღეს არის რუსეთის დაყრუებული, დაბნელებული საკუჭნაო” – გუბაზ სანიკიძე

პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მოკავშირეა და მოსკოვის ქმედებებზე სათანადო რეაგირება არ ექნება.
“მითხარით კრინტი თუ დაუძრავთ რომელიმე რუსი, თუნდაც დაბალი მოხელის მიმართ, როგორ უნდა გაბედოს ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი შეფის, ლავროვის წინააღმდეგ რამის თქმა, ზალკალიანი არის ლავროვის ხელქვეითი, ბიძინა ივანიშვილი პუტინის ხელქვეითი.
საქართველო დღეს არის რუსეთის დაყრუებული, დაბნელებული საკუჭნაო, ასეა ესა, ეს არაა არც გადაჭარბება და არც პოეზია” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.