“საყდრისის ამფეთქებელს, ვეხმაურები: უმალ ცხრაჯერ ჩაჯდებით ციხეში ვიდრე …”

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მიხეილ გიორგაძეს, საყდრისის ამფეთქებელს, ვეხმაურები: უმალ ცხრაჯერ ჩაჯდებით ციხეში, ვიდრე ნიკა რაჭველი დატოვებს ორკესტრს.
მე მითქვამს, თქვენ დაელოდეთ
შეგახსენებთ, რომ
ნიკა რაჭველმა გუშინ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრს უნდა გადაეცეს. ნიკა რაჭველის მოთხოვნას კულტურის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ეროვნული სიმფონიურ ორკესტრს ახალი შენობის პროექტის შესაქმნელად გამოეყო 250000 ლარზე მეტი და უკვე მესამე წელია ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა ახალი პროექტის შექმნა. მიხეილ გიორგაძემ არ გამორიცხა, რომ ნიკა რაჭველის დაკავებულ პოზიციასთან შესაბამისობის საკითხი დაისვას.
ასევე შეგიძლიათ იხილოთ:
მილიონი ლადო აფხაზავასთვის – სოციალურ ქსელში ერთლარიანი კამპანია დაიწყო
