საშუალო ხელფასი 1202 ლარია… სტატისტიკის დეპარტამენტი ხელს უშლის რეალობის ადექვატურ აღქმას – დავით ნებიერიძე

ეკონომისტი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
სტატისტიკის დეპარტამენტის რეფორმირება მომდევნო ხელისუფლების უმთავრეს ამოცანად უნდა იქცეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია არა მარტო რეფორმირება, არამედ მისი ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილის კერძო სექტორში გადატანა.
დღეს სტატისტიკის დეპარტამენტი გადაქცეულია ხელისუფლების იდეოლოგიურ ინსტრუმენტად და ხელს უშლის რეალობის ადექვატურ აღქმას. ამ სამსახურის მნიშვნელოვანწილად განსახელმწიფოებრიობა ხელს შეუწყობ მანიპულაციების აღმოფხვრას ამ სეგმენტიდან. განსაკუთრებული როლი მიენიჭება ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვას ამ სეგმენტში