“პოსტის გამო ადამიანებს სამსახურიდან უშვებენ… სახელისუფლებო არხი ერთხელ ყველა ვყოფილვართ, მაგრამ…”

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
სახელისუფლებო არხი ერთხელ ყველა ვყოფილვართ, მაგრამ რაღაცეებისთვის არ გადაგვიბიჯებია. მაგალითად, არ გვიკეთებია სიუჟეტები სხვების სიუჟეტებზე. არ გვიკრიტიკებია კოლეგები პოზიციის გამო. ნუ, ახლა არ მოვყვები რომ რუსული “ნარატივის” გაპრავება უფრო და ძალიან ტეხავს და შესაბამისად თქვენ უფრო ცუდ დღეში ხართ. აი, ამ ყველაფრის ფონზე, ეს ამბავი კიდევ უფრო არანორმალურია. აქ იმედია, სადაც პოსტის გამო ადამიანებს სამსახურიდან უშვებენ. მაია სტეფნაძეშენ ქმნიდი მაგ არხზე ყველაზე რეიტინგულ გადაცემას, ამიტომ ახლა უკვე არხმა იდარდოს. დარწმუნებული ვარ ბევრი ჩემი იმედელი კოლეგა, ჩვენზე მეტად წუხს ამ ამბის გამო