“სახელმწიფო მოხელეებმა დიდი ფული გამოართვეს, დევნილი გადააგდეს… პოლიციელებმა გაიტაცეს და აწამეს!” – მაია ორჯონიკიძე

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში წერს:
ღმერთო,რა საზარელ წარმონაქმნად ვიქეცით!
ქვეყანა როგორ ვუწოდო იმას-რაც აქ ხდება?!წარმოიდგინეთ-ჩვენი მოსისხლე მტერი ქვეყნიდან,პუტინის რუსეთიდან გამოაღწია ახალგაზრდა კაცმა,რომელიც პუტინის სისტემას გამოექცა. თავისთავად ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობის გაცხადებაა,ასე არაა? იმისთვის რომ მიეღო დევნილის სტატუსი,რაშიც თავმოყვარე ქვეყანა თუ მდგომარეობა რეალობას შეესაბამება-ფულის აღებას არც უნდა კადრულობდეს,ადამიანმა გადაიხადა ფული,რაც უკვე პირველი დანაშაულია!
იმის შემდეგ,რაც სახელმწიფო მოხელეებმა დიდი ფული გამოართვეს,დევნილი გადააგდეს-ესეც მეორე დანაშაული!
გადაგდების შემდეგ ახალგაზრდა კაცმა ფულის დაბრუნება რომ მოსთხოვა გადამგდებ მოხელეებს-პოლიციელებმა (!) გაიტაცეს და აწამეს! ესეც მესამე დანაშაული!
და როდესაც ადამიანმა თავისი უბედურება გაასაჯაროვა,მის ფულში გადაგდებაზე,გატაცებაზე და წამებაზე ხმამაღლა ალაპარაკდა-სასწრაფო ექსტრადიციისთვის გაწირეს და თახსირი წულუკიანი ხვალ მას პუტინის რუსეთს გადასცემს,რათა ქართველ გარეწარ მაღალჩინოსანთა დანაშაული სამუდამოდ ჩაიფარცხოს-ესეც მეოთხე,ამაზრზენი დანაშაული,რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს სახელით სჩადის ივანიშვილის დამნაშავეთა ხროვა!
დავიღალე ამდენი ნეგატივით,მაგრამ მართლა რად ვიქეცით?!
ქრთამის ამღები,გადამგდები,გამტაცებელი,მწამებელი და ბოლოს ადამიანის გამწირველი მახინჯი წარმონაქმნი,
რომლადაც ჩემი და თქვენი ქვეყანა ამ დამნაშავეთა ხროვამ აქცია!!!
რატომ ვითმენთ,რას ველოდებით,როგორ ვეგუებით ამდენ დანაშაულს,სიბინძურეს და სიბოროტეს,რატომ?!