სახლიდან მუშაობის 5 უპირატესობა – რა შეცვალა პანდემიამ უკეთესობისკენ

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თეა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას სახლში მუშაობის უპირატესობების შესახებ საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
“სახლში მოწყობილი ოფისის ხუთი უპირატესობა:
1. არ გყავს უფროსი, არავინ გიტარებს არაფერისმომცემ თათბირებს და არ გიწევს სხვისი განკარგულებების შესრულება.
2. არ კარგავ ძვირფას დროს საცობებში.
3. შვილები კარს მიღმა არიან, შესაბამისად მათი ყოველი ნაბიჯი იცი.
4. შენ საზღვრავ სკუთარ სამუშაო გრაფიკს და თუ ჩემსავით „ტრუდაგოლიკი“ ხარ დღეში 9-10 საათი მუშაობ, თუ არა – არავინ გითვლის წუთებს.
5. ხარ საკუთარი თავის უფალი და ხვდები, რომ ამ თავისუფლებას აღარანაირ კარიერასა და თანამდებობაზე არ გაცვლი” – წერს თეა გვასალია.