“სექსუალური ძალადობისგან და შევიწროებისგან დაცვის საშუალებები შექმნილია, ხოლო კანონის წინაშე ყველა თანასწორია” – ჩუგოშვილი მომხდარი სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით

ქართული ოცნების წევრი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ძალიან მძიმე იყო გუშინ, მასმედიის საშუალებით, გავრცელებული ინფორმაციის მოსმენა, სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.
სექსუალური ძალადობისგან და შევიწროებისგან დაცვის საშუალებები შექმნილია, ხოლო კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თითოეული მოძალადე უნდა დაისაჯოს, განურჩევლად მისი თანამდებობრივი კუთვნილებისა.
სამართალდამცავებმა, დაუყოვნებლივ უნდა შეაფასონ შემთხვევა და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება.