“სექს-მუშაკი,რომელიც ტელავიზიით დათანხმდა საკუთარი ისტორია მოეყოლა ბინის გამქირავებელმა ამოიცნო… აგდებს… დავეხმაროთ ქირა მაინც მოვუგროვოთ”

უფლებადამცველი ნინო ბოლკვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ესეეგი, სექს-მუშაკი, ქალი რომელიც ტელავიზიით დათანხმდა საკუთარი ისტორია მოეყოლა, ახლა დიდ გასაჭირშია. ბინის გამქირავებელმა ამოიცნო ის (რაღაც მომენტში მისი გამოსახულება საერთოდ არ იყო დაბლარული) და ახლა აგდებს სახლიდან ბავშვთან ერთად. წასასვლელი არსად აქვს და არც ფული აქვს მოგროვებული, რომ უცებ სადმე გადავიდეს. ვფიქრობ რომ უნდა დავეხმაროთ – ერთი თვის ბინის ქირა მაინც მოვუგროვოთ. ველოდები ახლა საბანკო ანგარიშს და დავამატებ კომენტარის სახით.