“სექტანტი ქოცის გარდა კაცი აღარ დარჩა, რომელსაც ეჭვი ეპარებოდეს იმ რეალობაში … ივანიშვილის მზე ჩაესვენა”

ეკონომისტი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ალბათ სექტანტი ქოცის გარდა კაცი აღარ დარჩა ქვეყანაში, რომელსაც ეჭვი ეპარებოდეს იმ რეალობაში, რომ ბიძინა ივანიშვილის მზე ჩაესვენა. მაგრამ, ამ საერთაშორისო მასშტაბების თაღლითმა ყველაზე ბინძური თამაში დაიწყო, რათა არ დაკარგოს ძალაუფლება, რის შედეგადაც მოუწევს პასუხის გება ყველა იმ უბედურობისთვის რაც მან მოუტანა საქართველოს და თითოეულ მოქალაქეს. კერძოდ, აქამდე თუ ყველა მისი ტყუილების მსხვერპლი იყო, ახლა ის აპირებს ყველაზე დიდი ტყუილის შემოპარებას და ქმნის ეგრედწოდებულ ფსევდო ოპოზიციას, ისეთი მედროვეებისა და “ბიუჯეტის ვირთხებისაგან” როგორებიც არიან ახლად გამოჩეკილი “გამიჯნულები”. ანუ ჩვენ მოგვიწევს ორ ბანაკად გაყოფილ საქოცეთთან ბრძოლა – 1. ჩარჩენილი ობერქოცები და 2. ფილარმონიის პეროიანი ობერქოცები (ამ ჯგუფში ერთი გამონაკლისია – ეკა ბესელია. იმიტომ, რომ პეროს ვერ იკეთებს. არ უჩერდება, ვერ იმაგრებს.)
ფილარმონიის პეროიანი ობერქოცები განსაკუთრებულად ამაზრზენნი არიან და მოკლედ აგიხსნით რატომ?
შვიდ წლიანი სახელმწიფოებრივი ნგრევის, მოქალაქეთა გამათხოვრებისა და უიმედობის შემდეგ ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქეს გაუჩნდა რეალური იმედი, რომ ძალიან მალე ეს კოშმარი დასრულდება და ქვეყანა ისევ დაუბრუნდება განვიტარების გზას. მაგრამ, ზუსტად ეს ფილარმონიის პეროიანი ობერქოცები ცდილობენ კიდევ ერთხელ და დიდი ხნით მოგპარონ იმედი. ამაზე დიდი ბოროტება არ არსებობს! ეს ის ხალხია, რომლებიც შვიდი წლის მანძილზე თითოეული მოქალაქის ხარჯზე იქმნიდნენ და იფართოვებდნენ საკუთარ კომფორტის ზონას, ყოველ ჯერზე გპარავდნენ არჩევნებს, იჯიბავდნენ თქვენი შვილების საჭმლისა და წამლების ფულს და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო კარგ ადგილს იშოვიდა ბიძინა ივანიშვილის ფრთებ ქვეშ. მაგრამ მიხვდნენ თუ არა, რომ ბიძინა დასრულებულია, მაშინვე ჩაებნენ უბინძურეს თამაშში და ახლა ქმნიან ფსევდო ოპოზიციას მოწოდებით “მიშა გადადექი, დავიცვათ საქართველო!” აბსურდი და დემაგოგია!
პოლიტიკური სტარტაპისთვის ხელი ჩაავლეს მოსამართლეების თემას და ამის ხარჯზე ცდილობენ შეიქმნან ოპოზიციონერის ნიღაბი. თუმცა სიტყვა არ დასცდენიათ ტოტალურ კორუფციაზე, რომლის განუყოფელი ნაწილიც თავად არიან. სიტყვა არ დასცდენიათ დახოცილ ახალგაზრდებზე, ვისმა მშობლებმაც დღემდე ვერ იპოვეს სამართალი და ვერ დასაჯეს შვილების მკვლელები. ხმა არ დასცდენიათ კოლაბორაციონიზმზე და საქართველოს ინტერესების ღალატზე. სიტყვა არ დასცდენიათ ჩამოშლილ ეკონომიკაზე, რაც მათი პარაზიტირების შედეგია. სიტყვა არ დასცდენიათ იმ ასობით ათასი მოქალაქის გაუსაძლის არსებობაზე, რომლებიც ზუსტად ამ არამზადებმა და ბიუჯეტის ვირთხებმა გაძარცვეს და ბევრი მათგანი თვითმკვლელობამდი მიიყვანეს. საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ბიძინას სახელს ახლაც მოწიწებითა და შიშით წარმოსთქვავენ და აუგს ვერ ათქმევინებ. იმიტომ, რომ დღესაც მისი გველის წიწილები არიან და ემზადებიან ყველაზე ბინძური საქციელისთვის, ემზადებიან მოგპარონ იმედი და მომავალი. ახლა ზუსტად ეს ფილარმონიის პეროიანი ობერქოცები ქმნიან იმ ხეხემალს რომელმაც ძალაუფლება უნდა შეუნარჩუნოს ბიძინა ივანიშვილს.დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები იმ დონემდე დაბრძენდნენ, რომ ივანიშვილის ამ ყველაზე დიდ სატყუარას აღარ გადაღლაპავენ. ახლა სინერგიისა და დიდი, მძლავრი, უძლეველი ოპოზიციური გაერთიანების დროა და ამ სინერგიით, ამ ერთობით აუცილებლად გადავამტვრევთ ხერხემალში პუტინის “ნამესნიკს” ბიძინა ივანიშვილს!
ძალა ღირსებით სავსე მოქალაქეთა ერთობაშია!