“სინდისი არ მოგვცემს უფლებას, სასულიერო პირები ავიდეთ და ერი ვერ ამოდიოდეს” – გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი

მოქალაქე ანზორ ჩიქობავა სოციალურ ქსელში ავრცელებს გარეჯის არქიმანდრიტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მისთვის მიუღებელია, დავითგარეჯის მონასტრების მხოლოდ სამღვდელოებისთვის გახსნა.
“ჩვენი საეკლესიო სინდისი ვერ მოგვცემს იმის უფლებას, რომ ეკლესია, რომელიც არის ერის და ბერის ერთობა, ეს ერთობა დავარღვიოთ; ჩვენ, მხოლოდ სასულიერო პირები ავიდეთ და ჩვენი ერი და მრევლი იქ ვერ ამოდიოდეს. ამის საშუალებას სინდისი არ გვაძლევს. ამით ხდება ეკლესიის ცნობიერების გამრუდება. ერი და ბერი ვართ განუყოფელი” – განაცხადა გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა