“სიფრთხილეა საჭირო, ზოგმა მეოცნებემ ილუზიაში დაიწყო ცხოვრება…” – გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
საოცარია, აბა რა არის.
ადამიანი მთელი ცხოვრება ოცნებებში ატარებს.
ეეჰ, ვის რა ოცნება აქვს.
ზოგს უმართლებს და მერე თავიდან იწყებს ახალ ოცნებას.
ზოგი მთელი ცხოვრება ოცნებობს, სამწუხაროდ ფუჭად.
ზოგს არც უოცნებია ისე ეძლევა ყველაფერი.აგიხდეს ოცნება, ნიშნავს მოგეცეს სიხარული. სიხარული ღირსეულთან მიდის.
სიხარულს უღირსი კარგავს.სიხარულს მოვლა უნდა.
სიხარულს სიყვარული და მადლიერება უნდა.ოცნებას ნიჭი და სწორი ფორმულირება ჭირდება.
ზოგს ოცნება მალე უსრულდება.
ზოგის გვიან.
ზოგის დამახინჯებულად. ზოგის არასდროს.ოცნებებში ვატარებთ მთელ ცხოვრებას.
არასოდეს არ იოცნებოთ ხმამაღლა.
სიფრთხილეა საჭირო, ზოგმა მეოცნებემ ილუზიაში დაიწყო ცხოვრება.როცა მოკრძალებული ოცნება გაქვს მალე ასრულდება.
ზოგმა ისე, თავადაც რომ არ იცის, საბედისწერო ოცნება აქვს.
ზოგს რაც გონია კარგი, ის სინამდვილეში დამღუპველია.
გისურვებთ, ყველა ოცნების ახდენას.
იმას ვისაც, გული სიკეთით აქვს სავსე, ყველას გაუმართლოს.