როდის და რატომ მოდის სიყვარული?! – ნათია ფანჯიკიძის ფსიქოლოგიური ანალიზი

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ მომენტებზე საუბრობს, როცა ადამიანს უყვარდება.
“იმ ტიპის კი არა, – მეგობრები ვიყავით და ერთ დღესაც გადავწყვიტეთ, ასე ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ბარემ შვილებიც გავაჩინოთო, არამედ იმ ტიპის სიყვარული რომ დაატყდებათ ხოლმე თავს, მერე მოყოლას ასე რომ იწყებენ – “ეს მოხდა პეტერბურგში”, ან გურული რომ რესტორანში ქალის მაგიდას ჩაუვლის და ეკითხება, – ერთი ნახვით შეყვარების გჯერა ქალბატონო, თუ ჩამევიარო მეორედაცო… ხო, აი ასეთი ჭეშმარიტი მომენტები ძირითადად მაშინ ხდება, როცა ადამიანი ან იმდენად კარგადაა და სიცოცხლის ისე ჭარბი ენერგია აქვს, რომ მზადაა სხვასაც გაუნაწილოს, დაპატიჟოს თავის დღესასწაულზე, ან ისე ცუდად, რომ ქვეცნობიერად გადარჩენისთვის იბრძვის. ხოდა, რატომ გიყვებით ამ ამბავს, – თქვენი შეყვარებულობების ანალიზისას, ამასაც მიაქციეთ ყურადღება, ქველმოქმედები ხართ თუ მათხუარები.” -წერს ნათია ფანჯიკიძე.