“სიცხეში ნაგვის მანქანებს ჩამოგვიყენებდნენ, კარს შეაღებდნენ და მიდიოდნენ ხოლმე, რომ იქნებ სუნი დაეყენებინა და შვილმკვდარ მშობლებსაც ვეღარ შეძლებოდათ დგომა” – ზუკა ბერძენიშვილი

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი, ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 20 ივნისის აქციების დროს მერიის ქმედებებს იხსენებს.
“ნუ წუწუნებთ, ჩვენს საყვარელ ევროპაშიც ასეაო, ღმერთო… 🙂 რას ეწევით ხალხ? უკაცრავად და გვერდზე უბნებში (და არამარტო) რომ უკეთეს შემთხვევაში პირდაპირ ქუჩებში შიმშილობს ხალხი და უარესში ერთმანეთს ჭამს, ვინ ვის რატომ კლავს ადამიან-ცხოველიანა, თავი-ბოლო რომ ვეღარ გაგვირკვევია, ეგ ამბავი როგორაა იმ თქვენს საყვარელ ევროპაში ამაზე აღარ მიგიქცევიათ ყურადღება? თუ ეგ რა შუაშიაო გაბედავთ და იტყვით? გგონიათ ესე ერთპიროვნული ხუშტურებით ვითარდება ქალაქები სრული სოციალურ-დემოგრაფიული კონტექსტების გაუთვალისწინებლად და ერთიანი გეგმის გარეშე? გეგონოთ მაინც… ამდენად უხერხული ხომ მაინც აღარ იქნებოდა ახლა თქვენი სმენა… თუ სატრანსპორტო რევოლუციებს ვაწვებით ამიერიდან რომ თურმე დანარჩენი რეალობისგან ერთი ქუჩის ასე უსაშველოდ მოწყვეტით იწყება? ააა თუ ცოტა მოთმინებაც და 2020ში ხმები, თორემ 2021დან ეს პრანჭია ფასადური ყლე, სრულიად ქართული ოცნება და პირადად ბატონი ბიძინი ივანიშვილი ვაკის გამეტროიანების ლეგენდარულ პროექტს იწყებენ, დაუნახავი რო იქნები ადამიანი…
ევროპაც მაგარი აგირჩევიათ, სხვას ვერაფერს დავამატებ 🙂
ჯიპები ყოფილა სირცხვილი, ამას მიხსნის ახლა ყველა, ვინც ჯიპებში ამოახრჩო ეს ქალაქი და წლობით ვერ ეგუებოდა, რას დავძვრებოდით ამ მათზე აშკარად ათასჯერ პატარა, სუსტი და იაფიანი, ერთი მოჯმა ტრანსპორტებით ქუჩებში და მოძრაობის და ზოგადად, ცხოვრების სრულფასოვან წევრებად როგორ მოგვქონდა მაინც ესე ნაგლად თავი… პირდაპირ გზების სავალ ნაწილებზე რომ გვქონდა გამოფენილი სრულიად ერისა და ბერის კომპლექსების უშველებელი კოლექცია და რაღაცნაირი ტაქტის პონტში რომ არ ვიმჩნევდით… აი ზუსტად ისინი, გაოცებულები და დაბოღმილები რომ გვიყურებდნენ (ისიც თუ გაგიმართლა, თორემ თუ ხასიათზე არ იყო შეიძლებოდა საჭეც გადმოეკრა) ასიათასიანი ხომალდების მეორე სართულებიდან, გმირთა მოედნის ესტაკადას რომ სკუტერის ერთი ნარნარი მოძრაობით ორ წრეს ვარტყამდით, სანამ თვითონ საცობში ნახევარ მეტრს გაივლიდნენ და თავს იმით იმშვიდებდნენ, სამაგიეროდ ყველამ იცის, ვიღაც რიგითი როჟა კი არ ვარ, ამდენ დოლარს და ცხენის ძალას ვმართავო, აი ეგ ხალხი ჩამომდგარა ეხლა და ბრტყელ-ბრტყელი ტექსტებით უწოვენ კალაძეს და გვარიგებენ ჭკუას რომ ჯიპი არაა პანაცეა… არ გადაგცდეთ ძმებო, არ გადაგცდეთ, თორემ მე რა… 🙂
უნდა გადავეჩვიოთ და მივეჩვიოთ თურმე, რას ვიზამთ, აბა სულ ესეთი ტყიურები ხო არ ვიქნებით ქართველები ტო? მილანში განავალი კაცია და უკეთ იცის, დავუჯეროთ…
ისიც ხომ არ დავუჯეროთ, პარლამენტის რეაბილიტაციას, გასაბერი ზვიგენიდან ღობის შებოღვამდე, საპროტესტო კერის შეზღუდვასთან რომ არაფერი ჰქონდა საერთო და თებერვალში უკვე დამთავრებული იქნებოდა კაცო? თუ უკვე იქამდე დავიშტერეთ თავები რომ მართლა გვგონია ხელისუფლებაც ჩვენთან ერთად ხარობდა 20 ივნისის სიტყვის თავისუფლების ზეიმს და საკუთარი სისხლის ფასად სწორედ მთავრობამ მიაღწია თითქმის პროპორციულ არჩევნებს? 🙂 იგივე მთავრობა, მათ შორის ქალაქის, სიცხეში რომ ნაგვის მანქანებს ჩამოგვიყენებდა, კარს შეაღებდა და მიდიოდა, თვეობით გამორთულ და გაუწმენდელ შადრევანთან (ზაფხულში!) ერთად კომბინაციაში რომ იქნებ ისეთი სუნი დაეყენებინა, ეგება შვილმკვდარ მშობლებსაც ვეღარ შეძლებოდათ დგომა, ამათ პრიორიტეტებს ვაანალიზებთ ხო?შებერეთ მეგობრებო, შებერეთ სადამდეც გაგისწორდებათ, ნება თქვენია.უბრალოდ იცოდეთ, რომ იძულებით არა, უკეთესი ალტერნატივით! უკეთესი ალტერნატივით ხდება გადაჩვევაც, გადმოჩვევაც და განვითარებაც, გადარჩენაზე რომ არაფერი ვთქვათ.
აქ ყ@ე არავინ არ არი, ჰაა ჰა თავის და@ლეების დიდოსტატები… და თუ ვინმეს არ გჯერათ, უბრალოდ ერთით ამოაზუმეთ, მეტი არაფერი. ამდენი დეფრაგმენტაციაც არ ვარგა. ჩანხართ და
#სირცხვილია…გმადლობთ” – წერს ზუკა ბერძენიშვილი.