რის გამო დასაჯა რეალურად ღმერთმა სოდომ-გომორი და იყო თუ არა ეს ჰომოსექსუალიზმი?

სასულიერო პირი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
სოდომური ცოდვების ადგილი არ არის ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში!
ბიბლიაში ღმერთი წინასწარმეტყველის პირით ამბობს: ამ ცოდვების გამო დავსაჯე სოდომი:
1) ამპარტავნება,
2) ღორმუცელობა,
3) უდარდელობა,
4) ღარიბ-ღატაკის შეუბრალებლობა,
5) მედიდურობა და აქედან წარმოშობილ სხვა სისაძაგლეები.გაინტერესებთ ზუსტად სად წერია? – ბიბლია, ძველი აღთქმა, იეზეკიელის წიგნი, თავი 16, მუხლი 49-50:
“აჰა, ეს იყო … სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა … ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ. გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე.”დაუკვირდით, რომ სხვა სისაძაგლეების კეთებამდე უფალი სოდომში მცხოვრებლებს ადანაშაულებს ხუთი კონკრეტული, მძიმე ცოდვის ჩადენაში, ესენია: ამპარტავნება, ღორმუცელობა, უდარდელობა, ღარიბ-ღატაკის შეუბრალებლობა, და მედიდურობა.
ხალხი, რომელიც ამპარტავანია და ქედმაღალი, ხარბია, მექრთამე და ამით ღუპავს ქვეყანას, ღორმუცელაა და გაუმაძღარი, უდარდელია და ქვეყნის მოღალატე, ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავს და ფარულად კიდევ მრავალ სხვა სისაძაგლეს (ყველამ თვითონ იცის) სჩადის სოდომურ ცოდვებში ცხოვრობს.
აი, ამ ცოდვების გამო დაისაჯა სოდომ-გომორი ცეცხლის და გოგირდის წვიმით.
ამ საშინელი სოდომური ცოდვების ადგილი არ უნდა იყოს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში.
დეკანოზი თამაზ ლომიძე
ასევე შეგიძლიათ იხილოთ:
ანჯელინა ჯოლის სიმსივნის გამო გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება, წინ კი რთული ოპერაცია ელის
