“სოსლანმა შეირთო “განათხოვარი” და არაქალიშვილი თამარ მეფე და ამ 2020-ში ისევ აპკს რა პონტში დასდევს ეს “ტვინიკოსი” ხალხი?” – შეროზია ქალიშვილობის ინსტიტუტს აკრიტიკებს

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალრ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქალიშვილობის ინსტიტუტს აკრიტიკებს.
” ებიჭო, დავით სოსლანმა შეირთო “განათხოვარი” და არაქალიშვილი თამარ მეფე, თან შემდგომში წმინდანად შევრაცხეთ “დაჟე”, თან რომელ საუკუნეში და ამ 2020-ში ისევ აპკს რა პონტში დასდევს ეს “ტვინიკოსი” ხალხი?
მამენტ, იქ რომელმა რომელი შეირთო კიდევ საკითხავია, მაგრამ რავი, დილიდან რას მაყეფებთ, ადამიანები არ ხართ?! ” – წერს გურამ შეროზია.