“სტომატოლოგიურში მოსმენილი დიალოგი: არ ვიცი ქალბატონო ეს კბილებია, ფეხსაცმელები არაა” – კობა სუბელიანი

ნაციონალური მოძრაობის წევრი კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მარგო ლესკო – სტომატოლოგიურში მოსმენილი დიალოგი.
– გამარჯობა გენაცვალე, კბილების ჩასმა მინდა მთლიანად და რამდენ ხანში იქნება?
– გააჩნია ქალბატონო, რა სახის სამუშაოა.
– რა ვიცი ზედაც და ქვედაც.
– ათი დღიდან ორ კვირამდე.
– უი ესე მალე? და ხარისხიანია მერე? მე მაგალითად ფეხსაცმელების სამკერვალოში ვმუშაობდი და რაც უფრო გვიან იკერებოდა მით უფრო ხარისხიანი იყო.
– არ ვიცი ქალბატონო ეს კბილებია, ფეხსაცმელები არაა. ჩვენ ორ კვირაში დავამზადებთ და თქვენ თუ გინდა ერთი თვის მერე წაიღეთ, შეგინახავთ