“სუს-ს მაჩალიკაშვილის ჩანაწერი გუშინ არ გაუკეთებია. კაი დრო მონახა რუსთავი 2-ის ამბავზე და გადაადო”

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
სუს-ს მაჩალიკაშვილის ჩანაწერი გუშინ არ გაუკეთებია. კაი ხანია აქვს. კაი დრო მონახა რუსთავი 2-ის ამბავზე და გადაადო. ამაში მალადეც. დირიჟორს ხუთიანი.
მაგრამ ჰესების ამბავამდე თუ ჰქონდათ ეს ჩანაწერი და მაჩალიკაშვილის დაჭერას აპირებდნენ, ის სპეცრაზმის ჟღრიალი რას ემსახურებოდა? ეხლა ორი ტალღა მიჰყვა ერთმანეთს: პანკისელები გამწარებულები არიან და ამ დროს მაჩალიკაშვილს იჭერ. შემდეგი მოვლენის გათვლა რთულია? ხოდა რთული რომ არ არის, ამიტომ არის საეჭვო მთელი ეს ანტიპანკისური ამბავი.
დავიჯერო მთავრობა ერთი სპეცრაზმელის თუ ბრძანების გამცემის არდასჯის გამო ხვევს ქვეყანას ამ შარში? ის ერთი კაცი უღირს იმად, რისი რისკიც შეიქმნა? არ მგონია.
და ამ დროს ორი უ-მნიშვნელოვანესი ამბავი ხდება: ორი უქმე დღე ერთმანეთს ემთხვევა და სუს-ის უფროსის მოადგილედ ინიშნება შენგელი ფირცხელაური.
თქვენ გგონიათ რომ საიმედო ხალხის ხელშია ქვეყანა?