“სჩადიხარ დანაშაულს არა მხოლოდ მართლმსაჯულების, არამედ ისტორიის წინაშე, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს…” – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
როცა ფიქრობ, რომ ვიღაცამ, ვისი ჯინიც გჭირს, ადრე რაღაც დააშავა, ხანდაზმულობის გამო ამაზე ვერ ედავები, ისეთ დანაშაულს “ტენი”, რომელიც არ ჩაუდენია და ამ ჟინით შეპყრობილი მზად ხარ უფრო დიდი ინტერესი დააზიანო, პრაქტიკულად ქვა ქვაზე არ დატოვო, შენ თვითონ სჩადიხარ დანაშაულს არა მხოლოდ მართლმსაჯულების, არამედ ისტორიის წინაშე, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს…