“სხეულის ნაკლებგამტარობის გამო, სევდას, დარდს ფიზიკური ტკივილების სახით ვგრძნობ “- ნათია ფანჯიკიძე ცეკვის თერაპიის შესახებ

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
უცხოელ კოლეგებთან ერთად ექსპრესიული (არტ) თერაპიების პრაქტიკაზე ვარ და ცეკვის თერაპია დაიწყო, რაც სულ მაინტერესებდა, მაგრამ ნაკლებად ვთვლიდი ჩემს საკუთარ ნიშად, როგორც თერაპევტი, რადგან თავად არ მაქვს გახსნილი ეს არხები, ანუ ენერგია თავში მეტად მაქვს თავმოყრილი, ვიდრე განაწილებული ყველა არხში. ამიტომაც დასწრება მინდოდა ძალიან, რომ “გამენაწილებინა” ჩემი შეგრძნებები სხეულის დონეზეც. ეს აუცილებლობა ვიგრძენი, როცა მივხვდი, სხეულის ნაკლებგამტარობის გამო, სევდას, დარდს ფიზიკური ტკივილების სახით ვგრძნობ ხოლმე, როგორც ბევრი ადამიანი. ანუ სანამ ტკივილად არ იქცევა, მის მოძრაობას, გადაადგილებას “თვალს ვერ ვადევნებ”. თანაც მინდა მეც ჩავრთო ეს თერაპია პრაქტიკაში. პირველი პრაქტიკა კი ასეთი იყო, – სპეციალისტების ინტერნაციონალური ჯგუფი, (ინტერნაციონალურს ხაზს ვუსვამ, რადგან სხეულის მეტყველება სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეს და სხვადასხვა კულტურაში და ბგერით სისტემაზე გაზრდილ ხალხს სხვადასხვანაირი აქვს) აცეკვდა შენ ხარ ჩემი ბატონი. იკლაკნებიან, ხოხავენ, ბობღავენ… მე ასე კარგად არ წამივიდა საქმე, მივხვდი, მარტო მე არ ვფოფხავ, ვადგავარ ჯგუფს თავზე და მთელ სხეულში მობილიზება მაქვს, ჯარისკაცივით თუ მაშველივით და მოძრაობაც შესაბამისი. დასრულდა სესია და გავაანალიზეთ მომხდარი და ვამბობ, – ამდენი ხალხი რომ იკლაკნება, მგონია იტანჯებიან და სიფხიზლე ჩამერთო, ვინმეს დახმარება ხომ არ სჭირდებამეთქი. მოკლედ დღეს, მეორე სესიაზე ცოტა ხნით სხვების დავიწყება და “დახმარების თხოვნა” მაქვს სასწავლი.