“სხვის შვილს, რომლის ბედი თხუთმეტიოდე წუთის წინ საერთოდ არ იცოდით და რომელიც იპოვეს, “გაუზრდელ დებილს” ეძახით… ისე შედგნენ წიხლებით, თითქოს არც გაუხარდათ” – მაია დარსმელიძე

მომღერალი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დაკარგული 15 წლის გოგოს ამბავს ეხმაურება.
“ცოცხალიაო გაიგეს და ვსიოო, ისე შედგნენ წიხლებით, თითქოს არც გაუხარდათ… ხოდა ეგ არის მთელი პრობლემა… ბავშვს, სხვის შვილს, რომლის ბედი თხუთმეტიოდე წუთის წინ საერთოდ არ იცოდით და რომელიც იპოვეს, როგორც იქნა, “გაუზრდელ დებილს, თავხედს, ნაგავს” ეძახით და ქოლავთ, სხვის შვილს… თქვენს რატომღაც იდიოტურად დამკვიდრებულ “საუკეთესო ტრადიციებში”…. გამომივიდნენ სხვის საქმეში ბრძენები. ამ მიდგომით თავად რას მიაღწიეთ??? იქნებ სწორედ ეს თქვენი “აღზრდის” მკაცრად კრეტინული მეთოდი და მენტორული ტონი “ვერ ამართლებს”? ამაზე არ გიფიქრიათ? ან საკუთარ შვილებთან როგორები ხართ? მათაც კითხეთ, ევასებით ასეთები???” – წერს მაია დარსმელიძე.