“ტანჯვაა ასეთი ცხოვრება და დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები იტანჯებიან ამის გამო” – ლაშა ბერულავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ოდესმე გსმენიათ, რომ სოფიო კილაძემ, მისმა სეხნია ქაცარავამ ან თამარ ჩუგოშვილმა რამე საჭოჭმანო საკითხის კომენტირებას თავი აარიდეს ან მედიას დაემალნენ? აი ისეთის, რომელიც ცალსახად, *ლეობაა და სხვა აზრი არ შეიძლება არსებობდეს?
არა, ხომ? პირიქით, ისე მეყსეულად ეხმიანებიან ხოლმე “ოცნების” *ლეობებს, ბევრჯერ მიფიქრია, რა რჯით ამ გოგოებს, ასე მალე მაინც არ თქვან არაფერი, რატომ ილანძღავენ ასე თავს…
და ბოლოს მივხვდი: კი, როგორ არა, აბა! გაბედონ და თავი აარიდონ ან დააგვიანონ… ივანიშვილს მათი ბრძნული გამომეტყველება აქვს ნაყიდი, მათი სიტყვათწყობა აქვს ნაყიდი, მწყობრად, ჩამოყალიბებულად, დახვეწილად რომ ალაგებენ ერთმანეთზე გაპრავების კედელში, მათი ის ლოგიკა აქვს ნაყიდი, ყურს რომ იქეთ აბამენ, საითაც ბიძინა მოისურვებს და პრემიას იმაში იღებენ, რომ ამ დროს შეცბუნების მსგავსიც კი არაფერი უნდა შეეტყოთ.
ტანჯვაა ასეთი ცხოვრება და დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები იტანჯებიან ამის გამო. ვერანაირი ფული ამას ვერ გადასწონის. მაგრამ ეს მათი არჩევანია. რა ჰქვია ამ არჩევანს, არ ვიცი, მაგრამ *ლეობა როა, ზუსტად ვიცი და მეტიც, ამათაც იციან.
და კიდევ ბევრი იყო ამ მიზნით ნაყიდი, რომლებიც მერე მიხვდნენ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და იმიჯი ფულზე წინ დააყენეს, მაგრამ ახლა სტატუსი იმათზეა, ვინც კუბოში ჩაყოლა გადაწყვიტა.
არგატეხილი იხტიბარი არაფერია, უკვე დაამუღამეს.