“ტატუების მოშორებაზე 48 ათასი ლარია გამოყოფილი, ხატების ბეჭდვისათვის ნაგავში გადასროლილ მილიონს თუ შევუფარდებთ, არც ისე დამაქცეველი თანხაა”

მოქალაქე ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
ტატუებზე იყო პანიკა და ღლიცინი ცოტა ხნის წინ. პატიმრებისათვის ტატუების მოშორებას რომ აფინანსებს სახელმწიფო.
ტატუების გაკეთებაში ნაღდად არ უნდა ხარჯავდეს ფულს. მოშორება სხვა რამეა. ხუთი წელი რო ზიხარ ერთ ოთახში ათასი იდიოტობა შეიძლება მოგივიდეს თავში და მათ შორის შენი თანაკამერელების სახელების ტატუების გაკეთება ხელის თითებზე. ძმაკაცობის პონტში. რა თქმა უნდა გამოსვლის შემდეგ ნანობ ამას. პლუს ციხის ტატუები ხალხს აშინებს. ნაციხარის სტიგმა რომ პრობლემაა ეგეც ვიცით. ამიტომ ციხის შემდეგ ადამიანების რესოციალიზაციაზე თუ უნდა იზრუნოს საზოგადოებამ, რა თქმა უნდა ტატუების მოშორების ამბავში დახმარებაც მისი ნაწილია. ამიტომ საერთოდ ვერ ვხედავ კი არა, მივესალმები კიდეც ამ პროგრამას. 48 000 ლარია სულ გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ ეს თანხა გადაყრილი არ იქნება.
თან ხატების და კალენდრების ბეჭდვისათვის ნაგავში გადასროლილ მილიონს თუ შევუფარდებთ, არც ისე დამაქცეველი თანხაა ეს.