“ტუალეტის ქაღალდია თუ სახელმწიფო საფოსტო მარკა?” – საქართველოს ფოსტის უხერხული შეცდომა

ნაც. მოძრაობის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში წერს:
იდიოტების დოღია ქვეყნაში, ხალხო, საქართველოს ფოსტამ 2012 გამოსცა სამარცხვინო მარკა და დიდის ამბით ოფიციალურ საიტზეც უდევთ, სადაც ცნობილი ლომის ქანდაკება, ძვ. წ-ით მესამე ათასწლეულის ნაკეთობა, ძველი წე-ით მესამე-მეოთხე საუკუნისადაა გასაღებული (ესეც არ იციან, ძვ. წ-ის სათვალავი ზემოდან ქვემთ მოდის, ანუ მეოთხე-მესამე და არა მესამე-მეოთხე), ანუ მოპარულია დაახ. 26 საუკუნე. ხალხო, ესაა ეროვნული დანაშაული და სრული უმეცრება-პროფანობა სახელმწიფო სამსახურის მხრივ. ინგლისურ ტექსტშიც რამდენიმე შეცდომაა. ან ისტორიკოს-არქეოლოგს დაეკითხონ, ან ინგლისურის სპეციალისტი აიყვანონ. ტუალეტის ქაღალდია თუ სახელმწიფო საფოსტო მარკა? და ასეა კიდევ რამდენიმე სხვა სახის მარკაც. იდიოტების ხელშია საქართველო.