“ტურისტული ბუმი იქნება, აბა რა, როცა ამერიკელი სტუმარი გწერს, უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით წყალი რატომ არ არის და როდის იქნებაო” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ტურისტული ბუმი იქნება, აბა რა, როცა ამერიკელი სტუმარი გწერს, უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით წყალი რატომ არ არის და როდის იქნებაო, შენ GWP–ს საიტზე შედიხარ და ნახულობ ინფორმაციას, რომ “10 ივლისს, საბურთალოს რაიონში, ჯორჯიანუოთერ ენდ ფაუერის ბახტრიონის სატუმბო სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა, რის გამოც 10 ივლისს 19:50 სთ-დან წყალმომარაგებაშეზღუდული აქვს“ – მთელ რიგ ქუჩებს თბილისის მაშტაბით. სხვა არანაირი ინფორმაცია – როდის აღდგება, დაახლოებით მაინც არ არის. ცხელი ხაზი მკვდარია. ამ ყველაფერს როგორღაც უხსნი სტუმარს და იმედი გაქვს, რომ გაგებით მოეკიდება.