“უამრავმა მომწერა, ფული ჭირდება ექიმთან მისვლას გვიჭირსო… ფული კი არა, ერთი ადგილის აწევა და კლინიკაში მისვლა ჭირდება მაგას” – ნინო ნადირაძე

კარდიოლოგი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
უამრავმა მომწერა, ფული ჭირდება ექიმთან მისვლას რომ ძუძუს კიბოზე შევმოწმდეთ და გვიჭირსო! ხალხო, არსებობს სრულიად უფასო სკრინიგის ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის, ფარისებური ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატის ჯირკვლის კიბოს სახელმწიფო პროგრამა, რატომ არ სარგებლობთ, მაინცდამაინც მეოთხე სტადიას რატომ ელოდებით? ფული კი არა, ერთი ადგილის აწევა და კლინიკაში მისვლა ჭირდება მაგას