“უარს ვამბობ საზოგადოებასთან ურთიერთობაზე…მე ხომ სინამდვილეში ყოველ დღე ვიბრძვი სიცოცხლისათვის , მიჭირს გადაადგილება, სუნთქვა” – დუმილის #241 დღე

დიზაინერი თორნიკე ჯგერნაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დუმილის #241 დღე
ეს წერილი არის ჩემი ბოლო სოციალური აქტივობა 25 დეკემბრამდე! უარს ვამბობ ყველა ვერბალურ დაგეგმილ თუ დაუგეგმავ ინტერვიუზე, საჯარო გამოსვლაზე,სოციალურ ქსელში ჩემი აზრის დაფიქსირებაზე და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, როგორც სტიგმატი, როგორც თეოლოგი, როგორც ხელოვანი და როგორც თავისუფალი ადამიანი! გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამონაკლისებისა…მე ხომ სინამდვილეში ყოველ დღე ვიბრძვი სიცოცხლისათვის , მიჭირს გადაადგილება, სუნთქვა, საწოლიდან ადგომა, მე გაღიმებაც კი მიჭირს, თუმცა ბევრს ვიღიმი, რადგან უნდა განვაგრძო! იოლია დარჩე ცოცხალი, მაგრამ რთულია იპოვო ამის მიზეზი… გაგრძელებისთვის საჭიროა ჩემში მოვკლა უსამართლობის გრძნობა, ოღონდ არა გაქცევით, არამედ პასუხით ‘ღმერთის სამართალზე’…
მე მივდივარ განდგომილებაში და მდუმარებაში #241 დღე, 28.04.2019-25.12.2019. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, ხანგრძლივი პერფორმანსი და მისთვის სამზადისია. იცით რა სხვაობაა პერფორმანსსა და თეატრს შორის? თეატრში სისხლი ‘საღებავია’, პერფორმანსში სისხლი ‘სისხლია’…
მე ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი თქვენთვის! მაგრამ მინდა მივიღო პასუხი ჩემთვის მთავარ კითხვაზე: რაშია სამართალი? როდესაც:-ჩემი საქმის კეთებისას ძვირფასი ლითონის დამუშავების დროს ‘ციანიდზე’ მკვლელობა მახსენდება და არა სამკაული! „ტაბურეტის“ დანახვისას მღვდელი და არა მოსვენება! ‘მრევლზე’ გაავებული ადამიანების მიერ ალყა შემორტყმული ავტომობილი, გინება, განკითხვა და არა მიტევება! დედის და მამის გაგონებაზე ‘ხორავას ქუჩა’, ‘ემიგრაცია’ და არა ოჯახი! მეგობრებთან გართობისას ჩამესმის ‘ბოდიში’ და არა მუსიკის ხმა! მოხუცი ქალის დანახვისას არ მახსენდება ‘ბებო’, მახსენდება განწირული ხმით მოწყალების მთხოვნელი ქალი და ზურგშექცეული პრეზიდენტი და პატრიარქი! ციხის გაგონებისას წამება! მარტო ყოფნისას-თვალთვალი! აუტისტ ბავშვებზე დასახმარებლად ვერ მოპოვებულ სახსრებზე, პოტენციური ნარკომომხმარებლები და მათი შარდის შემოწმებაზე დახარჯული მილიონები! მილიონზებზე, ჰო მე მახსენდება 25 მილიონი და წარწერა საპატრიარქოს ერთ ერთ კაბინეტზე ჩემი ბავშვობიდან ‘ფინანსურ დახმარებას ვერ გავცემთ უსახსრობის გამო’! უფლებების დაცვაზე ცხოველები და არა ადამიანები! ეკოლოგიაზე გაჩეხილი ხეები და არა სუდანის ეროზიანი მიწა! უსამართლობაა თუ კანონზომიერება მშობლებ დახოცილი დევნილი ბავშვები! და პოტენციური მშობლები, რომლებსაც ბიუროკრატია არ აძლევს საშუალებას გახდნენ მშობლები! შვილებზე მახსენდება ბავშვობა წართმეული ქალები და კაცები, რომლებსაც დედ-მამა 12 წლის ასაკში ათხოვებს ანუ ყიდის…, მედიცინაზე – ორგანოებით ვაჭრობა და არა სიცოცხლის გადარჩენა… და ასე შეიძლება დაუსრულებლად გარძელდეს… ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ჩემი ქვეყნის პრობლემა, ეს სამყაროს უკურნებელი სენია… ასეთია ღმერთის სამართალი თუ ასეთია ჩვენი ამ სამართლის აღსრულება ?…
ეს წერილი არ ატარებს პოლიტიკურ შინაარსს, რადგან მე არ მჯერა პოლიტიკოსების! ამიტომ მე მდუმარებაში მინდა ამ შეკითხვებზე პასუხი მივიღო მისგან ვისიც მჯერა! მმწამს! და ვგრძნობ!-‘ღმერთი’. რატომ მეჩვენება რომ ის არის ხოლმე უსამართლო!… როგორ შეიძლება ადამიანებში ერთდროულად ცხოვრობდეს ამპარტავნება და სიმდაბლე, ანგარება და მოწყალება, სიძვა და უმანკოება, მრისხანება და სიმშვიდე, ნაყროვანება და მარხულობა, შური და სიყვარული, სასოწარკვეთილება და სასოება… მე 7 თვეში, შვიდივე მეტამორფოზას გამოვცდი და 7 მცირე, მდუმარე პერფორმანსით გამოვჩნდები საჯაროდ!… და ცხოვრება თუ თეატრია, ეს იქნება ერთი ადამიანის თეატრი, რომელსაც ერთი მაყურებელი ‘ღმერთი’ ეყოლება, და მე მჯერა რომ მისგან მივიღებ პასუხს… პასუხის შესახებ კი 25 დეკემბერს ჩემი მთავარი პერფორმანსით მოგიყვებით… რაშია მისი სამართალი დედამიწაზე ‘უსამართლობაში’? დედამიწაზე რომელსაც მე მის გარეშე დავუწერდი ნულს…
მე არ ვარ სასოწარკვეთილებაში! მე არც დამშვიდება მჭირდება! მე მივდივარ იმისთვის რომ დავბრუნდე!..
პ.ს -სიკვდილის გეშინია?
-არა! სიცოცხლის მეშინია სიკვდილის გამო…
-როგორია შენთვის?
-ცივი…
-სიკვდილი?
-არა, სიცოცხლე! ადამიანების გამო…
ანუ დუმილის #241 დღე
ასევე შეგიძლიათ იხილოთ:
აღდგომის დღესასწაულზე გურიაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა – 25 წლის ბიჭი სალუთარ ეზოში ჩამომხრჩვალი ნახეს
