“უბედურება იყო, რომ გაიხსნა საზღვრები…” – რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 5 წლის წინ საზღვრების გახსნაზე, სკანდალური ჩანაწერი(ვიდეო)

კორონავირუსის გამო საქართველოში საზღვრები ჯერ კიდევ ჩაკეტილია. მაშინ როცა უამრავ ევროპულ ქვეყნებში ფრენები აღდგა.
ამ ფონზე ძალიან პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში 5 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება საზღვრების შესახებ.
“არანაკლებ უბედურება იყო, რომ გაიხსნა საზღვრები, ამან უბედურება გააღრმავა, ჩვენ რომ ვნახეთ სად ვცხოვრობთ და როგორ ვცხოვრობთ კიდევ უფრო გავუბედურდით” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.