უკაცრავად!.. საქართველოში კონკორდატი ჩემი ინიციატივით გაფორმდა — მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეო მიმართვაში კვლავ ეროვნულ ღირებულებებზე და მართლმადიდებლობაზე საუბრობს:
“ტრადიციულობა და ქართული ღირებულებების პატივისცემა ყოველთვის იყო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ვიღაცები ამბობენ, სააკაშვილმა ახლა აღმოაჩინაო. უკაცრავად!.. საქართველოში კონკორდატი გაფორმდა ჩემი ინიციატივით, როდესაც მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი. ჩემი ინიციატივით შემოვიდა ხუთჯვრიანი ქართული დროშა”, — ამბობს სააკაშვილი