“უკვე გული მერევა ამ მატრაკვეცა, ვითომ აპოლიტიკურ, გაუგებარი პრინციპების მქონე ხალხზე ” – მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
უკვე გული მერევა ამ მატრაკვეცა, ვითომ აპოლიტიკურ, გაუგებარი პრინციპების მქონე ხალხზე ! “პოლიტიკოსები არ გვინდა” რა მოწოდებაა ? პოლიტიკურ პროცესში აბა, ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა ? ვინ უნდა ჩამოაყალიბოს და გააჟღეროს მოთხოვნები ? ვინ უნდა მოახდინოს ხალხის ორგანიზება ? თუ ამას სამოქალაქო აქტივისტები გააკეთებენ ? აი, როცა ამას გააკეთებენ ჩათვალეთ, რომ ისინიც ავტომატურად პოლიტიკოსები ხდებიან !
რა კეკლუცობა და მატრაკვეცობაა ეს ვითომ “აპოლიტიკურობა” ? ვერ ხვდებით, რომ ეს ნონსენსია ?