“უკვე კარგახანია,ბეჭდურ მედიაში დღის წესრიგს ჩვენ ვადგენთ…უამრავი კორუმპირებული მინისტრის და ჩინოვნიკის გადაყენებაში მივიღეთ აქტიური მონაწილეობა”

ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
ექვსი წლის წინ ამ დღეს “ქრონიკა+”-ის პირველი ნომერი გამოვიდა !
პირველ წელს-ესენი ვისღა დაეკარგნენო!
მეორე წელს-არ მოესწარით მესამე წელსო
მესამე წელს მიხვდნენ რომ აღარ ვხუმრობდით!
მერე მოვიდა პირველი გამარჯვებები,ორი პრემიერის,სამი შს მინისტრის,ერთი სუსის მოადგილის,უამრავი კორუმპირებული მინისტრის და ჩინოვნიკის გადაყენებაში მივიღეთ აქტიური მონაწილეობა !
უამრავ ადამიანს დავეხმარეთ სამართლის პოვნაში
მეხუთე წელს გვაღიარეს და უკვე კარგახანია,ბეჭდურ მედიაში დღის წესრიგს ჩვენ ვადგენთ !
ომი არ წაგვიგია და არც ვაპირებთ !
მგონია რომ “ქრონიკა+” დაღვინდა და ახლა საუკეთესო წელი უდგას !
გილოცავთ ყველას,ვინც ამ გაზეთში მუშაობდა,ვულოცავ ჩვენს ერთგულ მკითხველს და ვულოცავ ჩემს თავს
მე❤️ქრონიკა+