“უკვე მერამდენედ ვისმენ ამ ერთი და იგივე ლაყაფს… სახელმწიფო სრულ “იმპოტენტად” გამოიყურება” – თამარ ივერი

სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
” უკვე მერამდენედ ვისმენ ამ ერთი და იგივე ბა ბლა ბლა ლაყაფს რომ ცხოველის მწვალებელი უნდა დაისაჯოს.სახელმწიფო სრულ “იმპოტენტად” გამოიყურება ცხოველთა დაცვის და დამნაშავის დასჯის საკითხებში.ვიდეომასალაში სახეზე გვაქვს
ლონდრე,უხერხემლო პოლიციელი
მწამებელი არასრულწლოვანი მონსტრის სრულიად გონებაჩლუნგი,სამარცხვინო მამა!!!
და ცხოველთა წამებებზე,გაფუჭებული ფირფიტასავით ერთი და იგივე სტილის სიუჟეტების მატრიალებელი,არაფრისმთქმელი ტელესიუჟეტი! და უკვე მერამდენედ სასოწარკვეთილი,იმედწამხდარი ცხოველთადამცველის ხვეწნა მუდარა კანონის გამკაცრებაზე!!
სიუჟეტში თვალის ასახვევად,მოკლული ძაღლიც შეცვლილია და არც არანაირი ფსიქოლოგების მიჩენის და მოზარდი მონსტრის მკურნალობისთვის სცხელა ვინმეს!!
დაველოდოთ ეხლა შემდეგ არაფრისმთქმელ სიუჟეტს,შემდეგი ოთხფეხა მსხვერპლის მიმართ!! ” – წერს თამარ ივერი.