“უპრიმიტიულესი, საშუალოზე დაბალი კერძია”- ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ამ სააგენტოს ვინმე აკონტროლებს და პატრონი ყავს საერთოდ? ხინკალი, ხაჭაპური, აჭარული ხაჭაპური გავიგე და ახლა უკვე არქაული სახელი რასაც ქვია, ყველაფერს მიადგნენ. რაის ბორანო და კულტურული მემკვიდრეობა? მართლა, რაც კეცშია, ყველაფერი კარგი კი არაა. უპრიმიტიულესი, საშუალოზე დაბალი კერძია. ცივილიზებული უცხოელი კი არა, ქართულ სამზარეულოს შეჩვეული, მე არ ვეკარები – ცხიმის კოქტეილია შიგნით მოტივტივე პურებით. და არც დიდი საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა, უფრო პირიქით.
მოკლედ, ეს სააგენტო თუ ასე არიგებს ამ ძეგლის სტატუსებს, ტრუხა ყოფილა ყველა წინაც.