“უღმერთობა და უსინდისობაა, 1 მილიონს იხდის ნაძვის ხეში და დამლაგებელ ქალებს 196 ლარად ამუშავებს” – დეკანოზი თამაზი კალაძეზე

თბილისის საკრებულოს დამლაგებლის, ნანა ჯუღელის თქმით, დაახლოებით 4 თვეა, ანაზღაურებასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ და ითხოვენ ხელფასების მომატებას. მიმართეს ყველა შესაბამის სამსახურს, თუმცა არავინ დაეხმარა
” 200 ლარსაც კი არ ვიღებთ. 196 ლარს ვიღებთ ხელზე. ვითხოვდით მომატებას, რადგან ეს იყო აუტანელი, მაგრამ არავინ არ მოგვისმინა ” –
აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას საკრებულოს დამლაგებელი ნანა ჯუღელი
ამ თემას სოციალურ ქსელში დეკანოზი თამაზ ლომიძე გამოეხმაურა:
“უღმერთობა და უსინდისობაა, როცა ქალაქის მერია 1 მილიონს იხდის ნაძვის ხეში და ამ დროს თანამშრომელ დამლაგებლ ქალებს 196 ლარად ამუშავებს თვეში.” – წერს დეკანოზი