“უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ “გაბუნიას საქმე” და “13 კონგრესმენის წერილი” ბუნებრივად დაუკავშირდა ერთმანეთს”” – რა კავშირია ორ გახმაურებულ ფაქტს შორის

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “გიორგი გაბუნიას” საქმეს ეხმაურება. მისი თქმით, ეს საქმე და “13 კონგრესმენის წერილი” ეთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება.
” უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ “გაბუნიას საქმე” და “13 კონგრესმენის წერილი” ბუნებრივად დაუკავშირდა ერთმანეთს.
ან ხელისუფლება იმოქმედებს პრინციპულად, მაქსიმალური საერთაშორისო რეზონანსის ინიცირებით და ამით მოახდენს კონგრესმენების წერილში გამოთქმული მოსაზრებების გაქარწყლებას, ან პირიქით, გაამყარებს ეჭვებს” – წერს გია ხუხაშვილი.