უძველეს კატაკომბებში აღმოჩენილი ქალი მღვდლის ფრესკა – კედლის მხატვრობა, რომელმაც მეცნიერები და თეოლოგები გააოცა(ფოტო)

ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდა გოცირიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც უძველეს კატაკომბებურ ეკლესიებში აღმოჩენილი ფრესკაა. ფრესკაზე ლოცველი ქალია გამოსახული.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ფრესკაზე არსებული ქალი სასულიერო პირია.
“ხელაპყრობილი მლოცველი ქალი მღვდელიპრიშტილას კატაკომბები, რომელიც რომის განაპირა უბანშია, გამოირჩევა უნიკალური კედლის მხატვრობით. აქ არის ყველაზე ადრეული ღვთისმშობლის გამოსახულება ყრმა იესოთი და კიდევ აი, ეს ძალიან საინტერესო და ბევრის მეტყველი ფრესკა ხელაპყრობით მლოცველი ქალისა. ქალისა, რომლის შესამოსელიც სამღვდელოს წააგავს და ხელაპყრობით ლოცვა სწორედ მღვდლის ლოცვაა…” – წერს რუსუდან გოცირიძე.
