“ფასების ზრდას ებრძვიან და ეკონომიკურ ზრდას შეანელებენ…” – ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დღეს გამართულ სხდომაზე, რეფინანსირების განაკვეთი 0.5% პუნქტით გაზარდა და დღეიდან განაკვეთი 7%-ია,
ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მოსალოდნელი იყო. სხვა გზა არც ჰქონდათ.
მაგრამ ესაა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.
თვითონ ჩაიგდეს თავი ამ დღეში პოლიტიკურად და ჩააგდეს ხალხი ეკონომიკურად.
ამით ახლა ვითომ ფასების ზრდას ებრძვიან და ეკონომიკურ ზრდას შეანელებენ. ჰოდა, შენელებული ეკონომიკური ზრდა რომ ამ მორევში კიდევ უფრო ღრმად ჩარგვითრევს, ეგ უკვე ვიცით.