ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდეს 8 მაისი

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მეგობრებო, მაქვს ასეთი იდეა, პეტიციით მივმართოთ პარლამენტს, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდეს 8 მაისი, რაც მეტად შეეფერება სიმართლეს და დანარჩენ ევროპასთან ერთად აღვნიშნოთ ხოლმე ეს დღე.
ვის მოგწონთ ეს იდეა?
პატარა იუსტორიული მიმოხილვა დასჭირდება პეტიციას, მეტი არაფერი. სულ ერთი ან ორი პარაგრაფი. რას იტყვით? დღესვე თუ დავდებთ ამ პეტიციას, კარგი იქნება, სანამ თემა ცხელია და საზოგადოების ინტერესი – მაღალი.