“ფერებიც კი ერთნაირი აქვთ არჩეული” – მსგავსებები ივანიშვილისა და პუტინის პოლიტიკას შორის

ეკონომისტი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
თუ დააკვირდებით დაინახავთ, რომ ფერებიც კი ერთნაირი აქვთ არჩეული – ლურჯი. თუმცა ეს ისე, ლირიული გადახვევისთვის.
ახლა ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ ორივე დიქტატორის საარჩევნო სტრატეგია, რომელიც საერთო ფრაზით შეგვიძლია დავახასიათოთ – “პოლიტიკური ველის მოსუფთავება”.
თუ გახსოვთ, რას მოჰყვა აგვისტოს თვეში დიდი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მღელვარებები რუსეთში? მოჰყვა ადგილობრივ არჩევნებში პოლიტიკური ველის მოსუფთავებას. ანუ, რეალური ოპოზიციის ყველა კანდიდატს უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე და თავად არჩევნები მორიგ ჯერზე გადაიქცა ფარსად. რამე, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ პუტინის მიერ გამორჩეული კანდიდატები და მის მიერვე კონტროლირებული და დაფინანსებული ფსევდო ოპოზიციური კანდიდატები. რუსულ მედია სივრცეშიც ზუსტად იგივე ვითარებაა რაც საქართველოში და მთლიანად გადაქცეულია პუტინის პროპაგანდისტულ მონსტრად.
ახლა მოუბრუნდეთ საქართველოს:
ივანიშვილს რომ მოეხერხებინა ნაცმოძრაობის განადგურება, აქაც აბსოლუტურად იგივე მოცემულობა იქნებოდა, როგორც პოლიტიკური პარტიების მოზაიკაში, ასევე მედია სივრცეში. მაგრამ, ჩვენმა მართლაც, რომ გაუტეხელმა ბრძოლამ შანსი დაუტოვა საზოგადოებას პოლიტიკური პროცესები საარჩევნო ბრძოლის ჩარჩოებში განვითარდეს. მაგრამ, ეს ჩარჩოები იმდენად მოარყია ივანიშვილმა, რომ საყოველთაო სახალხო აჯანყებამდე ნახევარი ნაბიჯია დარჩენილი.ივანიშვილმა გააუქმა და საკუთარ ნებას დაუქვემდებარა აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია. რაც ყველაზე მთავარია – სასამართლო. ამიტომ, ნებისმიერი საარჩევნო დარღვევის, დანაშაულის გასაჩივრება აზრს კარგავს.
ივანიშვილმა ფაქტიურად მოასუფთავა მედია სივრცე მძლავრი მედიასაშუალებებისგან, რომლებიც არ მუშაობდნენ მის პროპაგანდისტულ ინტერესებზე. რომელი მედია საშუალებაც დარჩა, მათი ბედიც გაურკვეველია და საქმიანობა ეფექტიანობის თვალსაზრისით უკიდურესად დაზიანებულია. ამის საპირწონედ უზარმაზარი ფინანსური სახსრები ისხმება ივანიშვილის პროპაგანდისტულ მანქანაში, თავისი ტროლებისა და ბოტების ფაბრიკების ჩათვლით.ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მთლიანად გადაკეტილი აქვთ დაფინანსების წყაროები და პოლიტიკურ ველზე მოძრაობს მხოლოდ პირადად ივანიშვილის “შავი ფული”.
პოლიტიკური ლიდერები ან უკვე დაპატიმრებულები არიან, ან რეალურად ემუქრებათ პატიმრობა.
ზუსტად იგივე პროცესებმა განაპირობეს პუტინის 20 წლიანი ბატონობა რუსეთში. რამაც საბოლოო ჯამში თავად რუსეთი შეიყვანა ჩიხში და განაპირობა მისი სახელმწიფოებრივი ლპობის პროცესის აქტიურ ფაზაში გადასვლა.
თუ ჩვენ ამ ერთ წელიწადში ვერ დავანგრევთ და დავასრულებთ ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს, მაშინ ჩვენი სახელმწიფოს ნგრევის პროცესი ჰიპერაქტიურად წავა და საქართველო ვერ გაუძლებს იმას რასაც დღემდე უძლებს უზარმაზარი რუსეთი. საქართველო გაქრება როგორც სახელმწიფო მაქსიმუმ 2023 წლისთვის. განსაკუთრებით ტერიტორიული რღვევისა და სოციალური კრახის შედეგად.
შესაბამისად, დრო არც ოპოზიციას გვაქვს. სწრაფი და ეფექტიანი მოქმედება უკვე ვალდებულებაა.