“ფეხით მოვუყვები კეკელიძეს და თან ჩემს ცხოვრებაზე, უფულობაზე და ვალებზე ვფიქრობ…” – ნიკა ქავთარაძე პრობლემებზე საუბრობს

მსახიობი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
” ავტობუსში ჭავჭავაძეზე უნდა ავიდე. ამიტომ ფეხით მოვუყვები კეკელიძეს და თან ჩემს ცხოვრებაზე, ზოგადად უფულობაზე და ვალებზე ვფიქრობ. უცებ, ტიპი მესალმება და მეუბნება – 12 წლის წინ, თბს-ში კრედიტი მოგეციო.
დავფარე, ძმაოთქო – ეგრევე ვახალე შეშინებულმა ” – წერს ნიკა ქავთარაძე