“ფინანსები გახლავთ პოლიტიკური პარტიების მთავარი და მუდმივი პრობლემა… სახელმწიფო დაფინანსება საკმარისი არაა” – მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“მეორე, რისი თქმაც მინდოდა.
ნეტავ თუ არის ვინმე ისეთი გულუბრყვილო, ვისაც ჰგონია, რომ პარტიების სახელმწიფო დაფინანსება საკმარისია მათი საარჩევნო აქტივობისთვის ?
ნეტავ თუ არის ვინმე ისეთი გულუბრყვილო, რომ ყველა შემომწირველი ფრთიანი ანგელოსი ჰგონია, რომელიც არასდროს არაფერს მოგთხოვს მისი ფულის სანაცვლოდ ?
ფინანსები გახლავთ პოლიტიკური პარტიების მთავარი და მუდმივი პრობლემა.
პოლიტპარტიების სახელმწიფო დაფინანსება არის ის აუცილებელი სიმახინჯე, რომელიც დემოკრატიზაციის საწყის ეტაპზე უნდა გაიარო და როდესღაც (რაც შეიძლება მალე) უნდა მორჩეს. ცივილიზებული და გამჭვირვალე ფანდრაიზინგი და პარტიის წევრების საწევრო გადასახადები უნდა გახდეს პარტიების ერთადერთი შემოსავალი. ეს ავტომატურად შეამცირებს მცირე პარტიების რაოდენობას და გამოიწვევს მათ გაერთიანება-გამსხვილებას. პოლიტველიც გასუფთავდება ზედმეტი ბალასტისგან და საზოგადოებასაც მოეხსნება საკუთარი ჯიბიდან არასასურველი პარტიების დაფინანსების ვალდებულება.
P.S. ეს სრულად მაინც არ მოხსნის პოლიტიკოსების ბიზნესზე დამოკიდებულების პრობლემას, მაგრამ მნიშვნელოვნად შეამცირებს” – წერს მამუკა გამყრელიძე.