(ფოტოკოლაჟი)”შოკში ვარ, ეს სასწაული ადგილი, როგორ არ არის საკმარისად გაპიარებული!” – გურამ შეროზია ხარაგაულის სილამაზემ აღაფრთოვანა

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
გულწრფელად გეტყვით, ვერც გუგლმა და ვერც ინტუიციამ – ხარაგაულზე ვერაფერი საინტერესო ვერ მითხრა, უბრალოდ იმდენად საყვარელი მოპატიჟება მივიღე ადგილობრივებისგან, რომ მეთქი ფოტოების დედაც, უარს ვერ ვიტყოდი, ავიკარი გუდა-ნაბადი ქუთაისიდან და დავეშვი…
აი, მანდ დაიწყო თავდავიწყება! სწორი გზები, გზად ყველა მანქანა გიჩერებს, ულამაზესი მთები და ბუნება და რაც მთავარია: ხალხი! შიგადაშიგ დაბებში შესულებს, ჯერ ორი 20 წლამდე ბიჭი შეგხვდა, არიქა ნაკრძალამდე სანამ ახვალთ, ჩვენ დაგითრევთ მანქანასო. მეთქი, ეგრე ვერ შევაწუხებ ხალხს, მერე ოჯახმა ჩაგვტენა უადგილო მანქანაში და ძააან სასიამოვნოდ ვიარეთ, ხან სატვირთო, ხან ვინ ხან ვინ.
სოფლის ბირჟებიც საოცრება იყო, ერთზე ჰამაკად არც მეტი არც ნაკლები “ლეჟანკა” ეკიდა და სამი ლამაზმანი “აბირჟავებდა”. ერთ-ერთი, იდეალური მეტყველების გოგო ამავე სოფლის მცხოვრები იყო. როცა ვნახეთ შეღამება იწყებოდა: მარკეტს ვეცით, პაწაწინას, მთეეელ 3 ლარად ნახევარი ლიტრი ჭაჭა ვიყიდეთ მხნეობისთვუს, მეც მეგდო ჩანთაში და აი სამ ჭიქაში უკვე მაგრად გვეკიდა, რომ დაგვაღამდა. გზად ასევე ვინმე მაღრაძის ბიჭის მიერ ცხენით გამოსტოპვის პონტი გაიჩითა 😀
20 კმდე ვიარეთ, შიგადაშიგ სირბილითა და ცეკვა-ცეკვით 😀 უამრავი შემოთავაზება მივიღეთ მასპინძლობაზე და მოკლედ, შოკში ვარ, ეს სასწაული ადგილი, როგორ არ არის საკმარისად გაპიარებული!!!
მასპინძელ ოჯახზე ცალკე მოგიყვებით, მანამდე კი – იცნობდეთ: თბილ, ტკბილ, ლამაზ, გემრიელ და უკიდეგანოდ სტუმართმოყვარე ხარაგაულს!!!










