ფულადი გზავნილები 7.8%-ით გაიზარდა – ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი გზავნილი შემოდის

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 146.4 მლნ აშშ დოლარი (428.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.8%-ით (10.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.0% მოდის იმ ქვეყნებზე, საიდანაც თვის განმავლობაში 1 მილიონ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, ასეთი ქვეყნების რიცხვი 18-ია.
ფულადი გზავნილების მიხედვით, ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
- რუსეთის ფედერაცია – $35.46 მილიონი დოლარი;
- იტალია – $20.57 მილიონი დოლარი;
- აშშ – $15.12 მილიონი დოლარი;
- საბერძნეთი – $14.73 მილიონი დოლარი;
- ისრაელი – $14.02 მილიონი დოლარი;
- თურქეთი – $7.92 მილიონი დოლარი;
- ესპანეთი – $4.23 მილიონი დოლარი;
- გერმანია – $4.22 მილიონი დოლარი;
- უკრაინა – $3.83 მილიონი დოლარი;
- პოლონეთი – $3.13 მილიონი დოლარი;
- საფრანგეთი – $2.56 მილიონი დოლარი;
- ყაზახეთი – $2.56 მილიონი დოლარი;
- ყირგიზეთი – $2.44 მილიონი დოლარი;
- აზერბაიჯანი – $1.88 მილიონი დოლარი;
- გაერთიანებული სამეფო – $1.3 მილიონი დოლარი;
- კანადა – $1.29 მილიონი დოლარი;
- კვიპროსი – $1.22 მილიონი დოლარი;
- სომხეთი – $1.22 მილიონი დოლარი.
2019 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.0 მლნ აშშ დოლარი (55.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის აგვისტოს (18.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.5%-ით მეტია.
წყარო: bm.ge