“ფუძნდება ახალი პოლიტიკური ძალა… ერქმევა „დავითი და თამარი“” – გიორგი ჩახაია

ფინანსისტი გიორგი ჩახაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მე ვარ გიორგი ჩახაია, 35 წლის, პროფესიით ფინანსისტი, აუდიტორი, საკუთარი ქვეყნის და რიგითი, გაჭირვებული ხალხის ქომაგი და პატრიოტი. 🇬🇪🇬🇪🇬🇪
დიდი ხანია ბევრმა იცის, მაგრამ ვინც არ იცის, 2020 წლის არჩევნებში ახალი სახეებით ვიღებ მონაწილეობას და ჩვენ ახალ ძალას ერქმევა „დავითი და თამარი“. ✨✨✨
ოქტომბრის პირველივე რიცხვებში დავიწყებთ საზოგადოებრივ მოძრაობას და ყველას გეპატიჟებით ჩვენ ოფისში. ოფისის კოორდინატებს მალე საჯაროდ შეგატყობინებთ. პარალელურად ჩვენც დავიწყებთ ადამიანებთან გასვლით ვიზიტებს და მაქსიმალურად ყველას შევხვდებით. შევხვდებით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
გთხოვთ, არ დაიზაროთ და „გააზიაროთ“ მეგობრებო, ასევე სხვა ადამიანებსაც მოუყვეთ ჩემ და ჩვენი ახალი ძალის შესახებ.
პატივისცემით,
გიორგი ჩახაია