“ქალაქის მერმა ინფორმაცია ისე გააზიარა, თითქოს პირუტყვი იყოს… ყველაზე მდაბიო და არაკაცური საქციელი… მალე გნახავთ წაქცეულს… ” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
გუშინ “კავკასიურ სახლში” მიმართვა ჩაიწერა.
მიმართვაში ნათქვამია, რომ დიღმის პარკი თბილისში შემორჩენილი თითქმის ერთადერთი რეკრეაციული ზონაა, რომელიც ნამდვილი ტყის ნიშნებს ატარებს.
აქვე, აღნიშნულია, რომ ბოლო 25 წელია დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიას დაუნდობლად აპატარავებენ. 75 ჰა-დან 20 ჰა-მდეა მისი ფართობი შემცირებული.
მიმართვაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ 1800 კვ.მ-იანი შენობის ნაცვლად ლამის 7000 კვ.მ-ზე გადაჭიმული “ორანჟერეისა” და მისი ეზოს მოწყობა პარკს დააზიანებს, ნამდვილი ტყის ნიშნებს საბოლოოდ დააკარგვინებს.
მიმართვაში აღვნიშნეთ, რომ 600 კვ.მ.-იანი სამზარეულოს მქონე და უზარმაზარი მაცივრებით აღჭურვილი შენობის ორანჟერეად გამოცხადება, ტყუილი და თვალებში ნაცრის შეყრაა.
განცხადებით ქალაქის მერიას შევახსენეთ მოქალაქეთა პეტიციის არსებობა და მოვთხოვეთ, რომ დიღმის პარკში უზარმაზარი შენობების მშენებლობის შეჩერების თაობაზე მოლაპარაკებები დაეწყო ადგილობრივ მოსახლეობასთან.
ქალაქის მერმა კი ინფორმაცია ისე გააზიარა, თითქოს პირუტყვი იყოს. მხოლოდ “სმაილებით” გამოეხმაურა მიმართვას. ამას კიდევ არაუშავს, ესეთი უკულტურობა მრავალჯერ აგვიტანია. ყველაზე მდაბიო და არაკაცური საქციელი ის არის, რომ დედაქალაქის მერმა თავის პოსტს მისი ასობით ფბ-ახლობელი შეუსია (ყველა კომენტატორზე ამას ვერ ვიტყვი, ცხადია). ისინი ანაზღაურებენ დაკომპლექსებული მერის უტყვობას და ენაწყლიანად აგინებენ განსხვავებული აზრის მქონე ქალს!
რისთვის? მხოლოდ იმიტომ, რომ მერს პროტესტანტებთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
მალე გნახავთ წაქცეულს…
წადი, წყნეთის ავტობუსს მიხედე თუ რაიმეს თავი გაქვს!