“ქართველები გავხდით დროებითი აღშფოთების პროფესიონალები ხელისუფლებამაც დაგვამუღამა და …”

პროდიუსერი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ქართველები გავხდით დროებითი აღშფოთების პროფესიონალები. ცოტა ხნით ავყაყანდებით და მერე სანამ ახალი საყაყანო არ გაიჩითება, ჩუმად ვართ. ბოლომდე საქმის მიყვანა გვეზარება. ხელისუფლებამაც დაგვამუღამა და არანაირ საფრთხეს აღარ ხედავს ჩვენს “24 საათიან პროტესტებში”. არ გჯერათ? ა, ბატონო:
1.თამბაქოს ყველა პროდუქტს მაინც აძვირებენ.
2. ნანა კოსტავა მაინც თავის პოსტზეა
3. სარალიძის მკვლელები მაინც არ დაუსჯიათ
4. სალომე მაინც პრეზიდენტია
მეც ქართველი ვარ და მეზარება მეტის ჩამოთვლა – თქვენ გააგრძელეთ