“”ქართული ოცნება” თანამედროვე ცივილიზაციის მიღმა მდგომ ადამიანებს აერთიანებს” – გია ნოდია

ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ხაბეიშვილის ცემის სისტემური და მასობრივი გამართლება ქართული ოცნების სხვადასხვა დონის დეპუტატის მიერ, ანუ იმის საჯაროდ გამეორება, რომ ეს არის სწორი და ადექვატური პასუხი სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, მოწმობს მხოლოდ იმას, რომ “ქართული ოცნება” თანამედროვე ცივილიზაციის მიღმა მდგომ ადამიანებს აერთიანებს.
რაც მე ვნახე (თუ გამომარჩა, ბოდიში) კახა კალაძე აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც ცალყბად მაინც თქვა, რომ ცემა სწორი საქციელი არაა.
PS – წარმოდგენა არა მაქვს, რაში მდგომარეობდა ხაბეიშვილის მიერ ვინმეს შეურაცხყოფა და ამ კონტექსტში არც მაინტერესებს.” – გია ნოდია