“”ქართულო ოცნებავ”, თქვენ საბოლოოდ გაუბერეთ, ვინ გეკითხებათ, ხალხი რამდენ სამსახურში იმუშავებს… ” – ოცნება რამდენიმე სამსახურში მუშაობის აკრძალვას აპირებს

ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ქართულო ოცნებავ”, თქვენ საბოლოოდ გაუბერეთ, ვინ გეკითხებათ, ხალხი რამდენ სამსახურში იმუშავებს… რამდენიმე ადგილას ვმუშაობთ მოქალაქეები, რომ თქვენ მიერ დაქცეულ ქვეყანაში საარსებო
პირობები მაინც შევუქმნათ ოჯახებს, თქვენ კიდევ შრომის უფლებასაც გვართმევთ.გაიწვიეთ სასწრაფოდ ეგ კანონპროექტი უკან.