“ქართულ სახელმწიფოებრიობას ყავს სამი ძირითადი მტერი: ყველა მეზობელი სახელმწიფო, ოლიგარქია და საპატრიარქო” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
შალვა ნათელაშვილის თქმით, ქართულ სახელმწიფოებრიობას ყავს სამი ძირითადი მტერი: ყველა მეზობელი სახელმწიფო, ოლიგარქია და საპატრიარქო.
“ახლა უკვე გავიდა გარკვეული დრო მას შემდეგ რაც ყველა რელიგიური კონფესია დაემორჩილა საგანგებო მდგომარეობის კანონს და არ ჩაატარეს შესაბამისი რიტუალები ქართული მართლმადიდებელი სამღვდელოების გარდა. ამაზე მე კიდევ მექნება გარკვეული პუბლიკაციები,მაგრამ ახლა თეზისურად გთავაზობთ მთავარს——-ქართულ სახელმწიფოებრიობას ობიექტურად ყავს სამი ძირითადი მტერი–1.ყველა მეზობელი სახელმწიფო რუსეთის თამადობით,მათი მიზანია ჩვენ არ გვქონდეს სახელმწიფოებრიობა, რათა ამ ქვეყანათა საზღვრები მიებჯინოს ერთმანეთს ყოველგვარი ქართული სივრცის გარეშე და ამ მათი ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა იყო ჩვენი ათასწლოვანი ყოფიერების არსი. —2.ოლიგარქია— ისტორიული დიდვაჭრები,მათი მიზანია ქართულ სახელმწიფოს ან თვითონ მართავდნენ გასამდიდრებლად ან იგი საერთოდ არ არსებობდეს. —3 საპატრიარქო,ის მუდმივად ხედავდა კონკურენტს ქართულ–სახელმწიფოებრიობაში,ცდილობდა თვითონ ემართა ქვეყანა ღმერთის სახელითა და ხალხის დაშინებით ან გამოეცხადებინა დამპყრობლები,მაგალითად მონღოლები ღმერთის გამოგზავნილებად თუ ისინი ხალხის ხარჯზე საგადასახადო შეღავათებს მისცემდნენ.ამიტომ დააჭრა ქუსლები ღვთის სახელით მოვაჭრეთ დავით-აღმაშენებელმა რუსი ურბნისის შემდეგ. დღეს–დღეობით აღნიშნული სამიდან——– პირველმა ანუ მტრულმა სამეზობლო ბლოკმა, მარტო 1921 წლიდან დღემდე მიიტაცა ნახევარი საქართველო ტაო–კლარჯეთი,სოჩა,ლორე,ჰერეთი,აფხაზეთი,შიდა ქართლი,დავით-გარეჯი,მეორემ ანუ ოლიგარქიამ ხელში ჩაიგდო პოლიტიკური და ყველა სახის ძალაუფლება–ქონება,მესამემ ანუ საპატრიარქომ დაიკავა თანამმართველის,ფეოდალთა,ღმერთის სახელით ბიზნესის მკეთებელთა ადგილი. ეს ასე ვთქვათ შესავალი.დანარჩენს შემდგომ პუბლიკაციებში გაგიზიარებთ” – წერს შალვა ნათელაშვილი.