“ქვეყანამ უნდა მოიხადოს სახადი – “ქართული ოცნება”, რაც მხოლოდ ჩვენი ერთიანობის შემთხვევაშია შესაძლებელი” – ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკანორ მელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ქვეყანამ უნდა მოიხადოს სახადი – “ქართული ოცნება”, რაც მხოლოდ ჩვენი ერთიანობის შემთხვევაშია შესაძლებელი.
იცის ეს ოლიგარქმა და ამიტომაც ცდილობს ყველანაირად ჩვენს გათიშვას და დაქუცმაცებას.
იცის რომ ძალა, რომელიც ერთობაშია, ბოლოს მოუღებს მის რეჟიმს, რომელიც უკვე დაადგა დიქტატურისკენ მიმავალ მოლიპულ გზას.
ჩვენ რომ ვერ გაგვთიშა, უკვე იმას ცდილობს სხვადასხვა მოთხოვნები გააჩინოს ბუნებრივად რომ შემდეგ განსხვევებულმა მოთხოვნებმა გახლიჩოს საპროტესტო მუხტი, ტალღა. სწორედ ესეც იყო ჩემთვის იმუნიტეტის შეჩერების ერთ- ერთი მიზანიც.
იმედოვნებდნენ რომ აქცია მინიმუმ ჩემ მხარდამჭერ აქციად იქცეოდა, გახარიას გადადგომის მოთხოვნა უკანა პლანზე გადაიწევდა და ამ ეტაპზე ამ გზით გადაარჩენდნენ გახარიას, ან სწორედ ჩემი მხარდაჭერა და გახარიას გადადგომის მოთხოვნა გამოიწვევდა საპროტესტო ტალღის გახლეჩვას.
ვერც პროგრამა მინინუმი შეასრულეს, ვერც მითუმეტეს – მაქსიმუმი.
გახარიას გადაყენების მოთხოვნის გარშემო შექმნილ ერთიანობას ვერაფერს აკლებენ. აუცილებლად მოუწევთ გახარიას გადაყენებაც და შემდეგ ძალაუფლების არჩევნების გზით დათმობაც (ასე თუ გაააგრძელეს 2020 მდეც ვერ მივლენ)
ძალა ერთობაშია. ძალა აღმართსაც ხნავს, არათუ ოცნებას